
საქართველოსა და გრენადას შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდება
02/10/2019 11:44:30 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
სავიზო რეჟიმი საქართველოსა და გრენადას შორისაც გაუქმდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უკვე გამოსცა განკარგულება ამ მიზნით მთავრობებს შორის მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე.
გრენადა კუნძულოვანი სახელმწიფოა კარიბის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 112 000-ს შეადგენს.