Accentnews.ge
აფხაზეთში ოპოზიცია უვადო პროტესტს იწყებს

აფხაზეთში ოპოზიცია უვადო პროტესტს იწყებს

20/05/2019 17:23:16 კონფლიქტები


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან ოპოზიცია დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და უვადო საპროტესტო აქციებს იწყებს,– ამის შესახებ „სპუტნიკ-აბხაზია“ იუწყება.

გამოცემის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია მილიცია.  

„ვთხოვდით, საპრეზიდენტო არჩევნების შემოდგომისთვის გადატანას. ხალხის ეს თხოვნა იგნორირებულია. ამის შემდეგ რამდენიმე ინციდენტი მოხდა. წინასწარ ვთხოვთ ხალხს, არ წამოეგონ პროვოკაციებს, არ აყვნენ შეურაცხყოფას და ბოლომდე იდგნენ ადგილზე. ვაცხადებთ უვადო პროტესტს. ვიდგებით, ვიდრე აფხაზეთის პრეზიდენტი არ გამოვა ხალხთან“ ,- განაცხადა პარტია „ამცახარას“ პრეზიდიუმის წევრმა ვიქტორ ტვანბამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი არ დაუჭირა  "საპრეზიდენტო არჩევნების" შემოდგომისთვის გადატანის საკითხს. არჩევნების გადავადების მოთხოვნით ბლოკი „ოპოზიციური ძალები“ გამოდის, რომელსაც კანდიდატად ბლოკის ლიდერის ასლან ბჟანიას კანდიდატურის წარდგენა სურს. ასლან ბჟანია 18 აპრილს მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბჟანია მოწამლეს. მას სისხლში ვერცხლისწყლის მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩნდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S