27-06-2022 18:18:35 სამართალი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კვლავ მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია. გადაწყვეტილება უმაღლესმა საბჭომ სხდომაზე მიიღო.
ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციას 5 წლის ვადით დაიკავებს. აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე იუსტიციის საბჭოში მხოლოდ ერთი განაცხადი იყო შემოსული, ისიც ჩინჩალაძის მიერ.
მიხეილ ჩინჩალაძემ აღნიშნული თანამდებობა პირველად 2017 წელს დაიკავა.
მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნას ეწინააღმდეგებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მოუწოდებდნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ დაემტკიცებინა მისი კანდიდატურა, რამდენადაც მათი განცხადებით, ჩინჩალაძე ერთ-ერთია სასამართლო სისტემაში მყოფ გავლენიან პირებს შორის, რომელთაც კლანად მოიხსენიებენ.