
კახა კახიშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა
02/10/2019 15:46:07 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
კახა კახიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მრჩევლად დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრეს–სამსახური ავრცელებს.
კახა კახიშვილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყო. იგი ამ თანამდენ=ბობას 2018 წლის ივლისიდან იკავებდა.