"ტვ პირველის" მფლობელი: „აშშ–ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გამისწორდნენ"

30-06-2022 21:02:15 საზოგადოება

„ტვ პირველის“ მფლობელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მას აშშ–ის საელჩოს ეზოში "ქართული ოცნების" დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„აქ საგიჟეთია! ამ ქვეყანაში კი არა, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები დამესხნენ თავს და ფიზიკურად გამისწორდნენ. აშშ–ის საელჩოს ეზოში, სადაც მოწვეული იყო 200–300 სტუმარი. დედა ვფიცავარ, შოკში ვარ. წარმოიდგინეთ, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ეს რომ ხდება, გარე რა ხდება!",– განაცხადა ვატო წერეთელმა.

წერეთელი მოუწოდებს აშშ–ის ელჩს, მედიას მიაწოდოს კადრები, „როგორ უსწორდებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები ადამიანს“.

მისი თქმით, ინციდენტს უამრავი თვითმხილველი ჰყავს და ადგილზე 200–მდე კამერა იქნებოდა:

„მონა ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოჰყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი. ხელზე მომიჭირა, ქუჩური გარჩევები დამიწყო, რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში, ვიდრე აზრზე მოვიდოდი, მეორემ გამწია და მომიქნია ხელი. ორივე სახეში მომხვდა. ეს ლაჩრები, ან თავმოყვარეობა არ აქვთ, აშშ–ის საელჩოში ამას რომ დადგამ, წარმოგიდგენია ქვეყანას რას უშვრებიან?! ელჩი სავარაუდოდ, 50 მეტრში იყო!“– ჰყვება წერეთელი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები