Accentnews.ge
რა დავალებები მისცა პრემიერმა ეკონომიკის მინისტრს

რა დავალებები მისცა პრემიერმა ეკონომიკის მინისტრს

03/10/2019 07:32:12 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ბიზნესგარემო კიდევ უფრო მიმზიდველი, რა ბარიერები აწუხებს ბიზნესებს, რომელ დარგში რა რეგულაცია შეიძლება, გამარტივდეს და როგორ მოვუხსნათ ყველა პრობლემა. ამის შესახებ მან  მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. 

ამასთან, მან ჟურნალისტებს გაააცნო პრემიერის დავალებები: 

„დავალება არის, რომ გავაძლიეროთ მუშაობა ბიზნესთან და ჩვენ პრაქტიკულად, უახლოესი დღეებიდან დავიწყებთ შეხვედრას სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან, ბიზნესასოციაციებთან. ჩვენს სამინისტროს აქვს ხშირი კომუნიკაცია ბიზნესთან, მაგრამ ახლა კიდევ უფრო გავაძლიერებთ ამ მიმართულებით მუშაობას. მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ბიზნესგარემო კიდევ უფრო მიმზიდველი, რა ბარიერები აწუხებს ბიზნესებს, რომელ დარგში რა რეგულაცია შეიძლება გამარტივდეს და როგორ მოვუხსნათ ყველა პრობლემა იმისთვის, რომ ჩვენი მოლოდინი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა შესრულდეს და ჩვენი დაგეგმილი საბიუჯეტო ვალდებულებები პირნათლად იყოს შესრულებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S