Accentnews.ge
ზელენსკი ადასტურებს ლისიჩანსკის დაკარგვას, თუმცა აცხადებს, რომ დონბასს დაიბრუნებენ

ზელენსკი ადასტურებს ლისიჩანსკის დაკარგვას, თუმცა აცხადებს, რომ დონბასს დაიბრუნებენ

04/07/2022 03:44:58 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა უკან დაიხიეს ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკიდან. გვიან ღამით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ მიზეზად ის დაასახელა, რომ უკრაინა უფრთხილდება თავის სამხედროებსა და ხალხს.

მისი თქმით, თუ არმიის სარდლობას სამხედროები გაჰყავს ფრონტის ზოგიერთი წერტილიდან, სადაც მტერს დიდი უპირატესობა აქვს, ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ დაბრუნდებიან ტაქტიკის და უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდების წყალობით.

"უკრაინა არაფერს დათმობს, ამის კარგი მაგალითი კუნძული ზმეინია", – აცხადებს ზელენსკი.

ლისიჩანსკი რჩებოდა ლუგანსკის ოლქის ბოლო დიდ ქალაქად, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებდა.

კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S