მცხეთის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ''როკვამ" თურქეტში საერთაშორისო ფესტივალ-კონკურში მიიღო მონაწილეობა

04-07-2022 17:25:49 საზოგადოება ,რეკლამა

26-30 ივნისს მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ''როკვა''-მ (ხელმძღვანელი ნინო იმერლიშვილი,ქორეოგრაფი გიორგი პატაშური) კომპანია ''MAGIC GROUPS''-ის მიწვევით მონაწილეობა მიიღო თურქეთში, ქ.სტამბულში საერთაშორისო ფესტივალ-კონკურში ,,International Folk Dance Music Festival - 2022’’ .

"საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ანსამბლი "როკვა" ჰყავდა. მოცეკვავეები წარმატებით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე, ღირსეულად წარმოაჩინეს საქართველო, მოიპოვეს გამარჯვება და გახდნენ გრანპრის მფლობელები.

ფესტივალს ესწრებოდნენ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი, ასევე, სტუმრები თურქეთის მთავრობიდან.

ცენტრი ულოცავს ანსამბლს გამარჯვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს!", – აცხადებენ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურ ცენტრში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები