ჯონსონი: "თუ პუტინი უკრაინაში არ გავაჩერეთ, ის ახალ სამიზნეებს მოძებნის"

04-07-2022 22:01:03 მსოფლიო

პუტინი თუ არ გავაჩერეთ უკრაინაში, ის მოძებნის ახალ სამიზნეებს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი პრიორიტეტი არის გაერთიანება მოკავშირეებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის გამარჯვება მის გაბედულ ბრძოლაში პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ ყველა ვხვდებით, რომ თუ პუტინს უკრაინაში არ გავაჩერებთ, ის მოძებნის ახალ სამიზნეებს რევანშისტული თავდასხმებისთვის. ჩვენ არ ვიცავთ რაიმე აბსტრაქტულ იდეალებს, არამედ მშვიდობიანი სამყაროს პირველ პრინციპს, რომ დიდ და ძლიერ ქვეყნებს არ უნდა მიეცეთ უფლება, დაანაწევრონ მათი მეზობლები და თუ ეს ოდესმე იქნება დაშვებული, მაშინ არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში არ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ“, – განაცხადა ჯონსონმა.

მან დეპუტატებს ნატო–ს მადრიდის სამიტის შედეგები გააცნო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები