ჩიკაგოს მახლობლად, დამოუკიდებლობის დღის აღლუმის მიმდინარეობისას ხუთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

04-07-2022 22:58:14 მსოფლიო

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ჩიკაგოს მახლობლად, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის დროს, ხუთი ადამიანი მოკლეს.

მედიის ცნობით, ღონისძიება, რომელიც ჰაილენდ პარკში, ჩიკაგოს გარეუბანში მიმდინარეობდა, დაწყებიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ მოულოდნელად შეჩერდა, როდესაც რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ფესტივალი გაუქმდა და ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, რომ ქალაქის ცენტრში გასვლას თავი აარიდონ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები