ევროპაში NATO-ს უმაღლეს სარდლობას რუსეთის საკითხების ექსპერტი გენერალი უხელმძღვანელებს

05-07-2022 00:35:58 მსოფლიო

ევროპაში ნატოს უმარლესი სარდლობის (SACEUR) ხელმძღვანელის პოსტი ამერიკელმა გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ ჩაიბარა, რომელიც იელის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ფლობს რუსეთის კვლევების სფეროში.

კავოლი ცვლის ამერიკელ გენერალ ტოდ ვოლტერსს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ კავოლი ამ თანამდებობაზე მუშაობას იწყებს "ევროპაში სასტიკი კონფლიქტის დაბრუნების" პერიოდში.

სტოლტენბერგმა ისაუბრა კავოლის როლზე ევროპაში აშშ-ის სამხედროთა კონტინგენტის ზრდის პროცესში, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრამ განაპირობა.

გენერლის უმთავრესი პასუხისმგებლობა იქნება დასავლეთის ალიანსის დაცვის და რუსეთის შეკავების მიზნით სამხედრო ზომების დაგეგმვა–განხორციელება.

კავოლი აშშ-ის არმიას 1987 წელს შეუერთდა და იმსახურა ბოსნია-ჰერცეგოვნიაში, ერაყსა და ავღანეთში.

კავოლი მშობლიურის გარდა, ლაპარაკობს რუსულ, ფრანგულ და იტალიურ ენებზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები