Accentnews.ge
როუზ გოტმიოლერი: "მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან"

როუზ გოტმიოლერი: "მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან"

03/10/2019 12:50:05 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ნატო კვლავ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტმიოლერმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოსკოვმა პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

როგორც გოტმიოლერმა აღნიშნა, საქართველო ნატო-ს უახლოესი პარტნიორია.

„ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს წვლილს, რომელიც მას შეაქვს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. გასულ წელს ნატო-ს ლიდერებმა დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ეს ვიზიტი ემსახურება ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებას და იმის უზრუნველყოფას, რომ შავი ზღვა იყოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წყარო ყველასთვის რეგიონში“, – განაცხადა როუზ გოტმიოლერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S