Accentnews.ge
"ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, კარგად ვაშენებ გზებს "

"ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, კარგად ვაშენებ გზებს "

03/10/2019 15:19:01 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

მინდა, მოვუწოდო ყველა ახალგაზრდა ქალბატონს, არ შეეშინდეთ ასეთი განცხადებებს, ისწავლონ, გააკეთონ ის საქმე, რომელიც უყვართ, მიხედონ თავის ოჯახს და რა თქმა უნდა, ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„რაც შეეხება ხაჭაპურსა და კულინარიას, დიახ, გაგიკვირდებათ და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, კარგად ვაკეთებ საერთოდ ჩემს საქმეს, კარგად ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდება, ძალიან კარგად ავაშენებ პორტს. რაც შეეხება ზოგადად ამ თემას, მინდა, მოვუწოდო ყველა გოგონას, ყველა ახალგაზრდა ქალბატონს, რომ არ შეეშინდეს ასეთი ტიპის განცხადებებს, ასეთი დამოკიდებულების, ისწავლონ, გააკეთონ ის საქმე, რომელიც მათ უყვართ, მიხედონ თავის ოჯახს და რა თქმა უნდა, მიხედონ ქვეყანას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის: მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ „მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S