
რუსული ავიაკომპანიები მთავრობისგან საქართველოსკენ ფრენების აკრძალვით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ
04/10/2019 06:38:05 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა
რუსულმა ავიაკომპანია «Победа»–მ ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროს საქართველოში ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებული კომპენსაციების გაცემის ვადების დაზუსტება სთხოვა, – იუწყება «Коммерсантъ» წყაროზე დაყრდნობით.
მისივე ცნობით, ფრენების აკრძალვით გამოწვეული ზარალი 500მლნ რუბლს აღემატება.
თავად კომპანიაში კომენტარისგან თავს იკავებენ.
ცნობისთვის: ფრენებზე შეზღუდვების შემოღებამდე «Победа»–ს თვითმფრინავები ბათუმსა და თბილისში ეკატერნბურგიდან, ყაზანიდან, დონის როსტოვიდან და პერმიდან ასრულებდნენ ფრენებს.
«Победа»–ს გარდა, საქართველოს მიმართულებით ფრენებს «Аэрофлот», «Победа», S7, «Уральские авиалинии», "Red Wings" და "Smartavia"–ს ახორციელებდნენ. "S7"–ის ინფორმაციით, მან ფრენების აკრძალვით 600 მლნ რუბლი იზარალა. "Red Wings"–ის ცნობით კი, მისმა ზარალმა 200მლნ რუბლი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან ფრენები 8 ივლისს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით შეწყვიტა მას შემდეგ, რაც თბილისში რუს დეპუტატ გავრილოვის ინციდენტთან დაკავშირებული მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.