
საქართველოს რაგბის ნაკრებმა იტალიას მსოფლიოს რეიტინგშიც გაუსწრო
11/07/2022 19:45:58 საზოგადოება
საქართველოს რაგბის ნაკრები იტალიაზე გამარჯვებით მსოფლიოს რეიტინგის მე-13 ადგილიდან მეთორმეტეზე გადავიდა.
ბათუმში 10 ივლისს გამართულ მატჩამდე, იტალია მსოფლიოს მეთორმეტე გუნდი იყო. ახლა ის მეთოთხმეტეზეა, მეცამეტეზე კი სამოას ნაკრები.
ბორჯღალოსნები ბოლო ორი წლის განმავლობაში, სტაბილურად უსწრებდნენ იტალიას და პირველად ამ ზაფხულს ჩამორჩნენ, მაგრამ მალევე დაიბრუნეს უპირატესობა და ახლა რეალური შანსი აქვთ, კიდევ უფრო გაიმყარონ ეს პოზიცია, თუკი 16 ივლისს ქუთაისში პორტუგალიას მოუგებენ.
ამჟამად საქართველოს ნაკრებს 74,51 ქულა აქვს და მეთერთმეტე ადგილზე მყოფ ფიჯის 2,11 ქულით ჩამორჩება. მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი კი საფრანგეთია, 89,41 ქულით.