
ფაშინიანსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
12/07/2022 05:58:01 კავკასია
სომხეთის პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც ფაშინიანი Twitter-ზე წერს, მათ ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
"თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან საუბრისას ყურადღება გავამახვილეთ იმ მნიშვნელობაზე, რასაც თურქეთსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესს ვანიჭებთ. ველით ჩვენი სპეციალური წარმომადგენლების მიერ პირველ ივლისს მიღწეული შეთანხმების პირველად იმპლემენტაციას". – წერს ფაშინიანი.
იხილეთ ასევე: ანკარამ სომხეთს შეხვედრის ერევანში გამართვა შესთავაზა