
"ტრამპი ამბობდა,"ვიცნობ სააკაშვილს", ყველას მოსწონს წარმატებასთან ასოცირება"
04/10/2019 11:48:30 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტი გაიხსენა.
“ტრამპს 1994 წლიდან ვიცნობ. ის ჩამოვიდა ბათუმში და თქვა, "ეს 5 წელიწადში მსოფლიოში ყველაზე მაგარი ქალაქი იქნება". მან ეს მე კი არ მითხრა, ამერიკულ ტელეარხებზე თქვა. აი, თქვენ რეკლამა! რატომ ჩამოვიდა, საერთოდ, რატომ გვაქებდა, მპატიჟებდა მასთან სახლში, ნიუ იორკის ქუჩებში, თეატრებსა და რესტორნებში დადიოდა ჩემთან ერთად? იმიტომ, რომ ყველას მოსწონს წარმატებასთან ასოცირება. მაშინ ის იყო პრეზიდენტობის კანდიდატი მორიგ ჯერზე, წარმატებასთან უნდოდა ასოცირება. ის ყველგან ამბობდა: მე ვიცნობ სააკაშვილს, ის ისეთი მაგარია, მე ჩამოვედი ბათუმიდან, ყველაზე მაგარი ქალაქია მსოფლიოში…საუკეთესო განათლებსი სიტემა აქვთ, საუკეთესო საბაჟო მომსახურება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.