
იტალიის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
14/07/2022 19:54:54 ევროპა
იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მატარელამ დრაგის მოუწოდა, რომ პოლიტიკური სიტუაციის მკაფიო სურათის მისაღებად პარლამენტს მიმართოს.
პოლიტიკური კრიზისის გამო, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ თანამდებობა რამდენიმე საათის წინ დატოვა.