
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყველაზე დიდი დანაკარგი მაისში განიცადა - რეზნიკოვმა
15/07/2022 13:23:34 ევროპა
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადეს რუს დამპყრობლებთან დაპირისპირებისას მიმდინარე წლის მაისში, როდესაც დღეში 100-მდე ჯარისკაცი იღუპებოდა,– ამის შესახებ რეზნიკობმა BBC–სთან ინტერვიუში ისაუბრა.
"ჩვენი დანაკარგების პიკი მაისში იყო. როდესაც მიხაილ პოდოლიაკი და პრეზიდენტი ივნისში ისაუბრეს, სწორედ ამას გულისხმობდნენ",– განაცხადა მინისტრმა.
რეზნიკოვის თქმით, ამ პერიოდში დღეში 100-მდე ჯარისკაცი იღუპებოდა, 300-დან 400-მდე იღებდა დაზიანებას.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ იმ დროს დამპყრობლების უპირატესობა მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით დონეცკის მიმართულებით - დამპყრობლები საათში ათასამდე საარტილერიო ჭურვებს იყენებდნენ. ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ ჰქონდა ამ რაოდენობის ჭურვი.
იხილეთ ასევე: გენერალი აგვისტოში უკრაინაში ომის გარდატეხას ელის: ორი ინდიკატორი
- მაისის შუა რიცხვებში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 50-დან 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი შეიძლება, დაიღუპოს რუს დამპყრობლებთან ბრძოლებში ქვეყნის აღმოსავლეთით ყველაზე რთულ რაიონებში.
- ივნისის დასაწყისში, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროების დანაკარგები დღე-ღამეში 100-დან 200 ადამიანამდე მერყეობს.
- უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან დამპყრობლებმა 38 000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს.