Accentnews.ge
"შტაინმაიერის ვიზიტის მთავარი მიზანია, ხაზი გავუსვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენს მხარდაჭერას და მის ევროპულ გზას"

"შტაინმაიერის ვიზიტის მთავარი მიზანია, ხაზი გავუსვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენს მხარდაჭერას და მის ევროპულ გზას"

04/10/2019 15:47:30 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერაა.

„გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტის მთავარი მიზანია, ხაზი გავუსვათ საქართველოს მიმართ ჩვენ მხარდაჭერას, მის ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობისთვის, მის ევროპულ გზას. ვიზიტი არ არის ორიენტირებული ერთ მიზანზე ექსკლუზიურად და აჩვენებს, რამდენად მდიდარია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. რამდენად კარგად განვითარდა ეს ურთიერთობები ბერლინის კედლის დანგრევის და საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ. [...]საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს შტაინმაიერი აქტიურად იყო ჩართული კონფლიქტებთან დაკავშირებით მშვიდობიანი გადაწყვეტის მოლაპარაკებებში. ერთ-ერთი იყო ივლისში მისი მცდელობა, რომ მომხდარიყო იმ კრიზისის თავიდან არიდება, რომელიც საქართველოში მოხდა. სამწუხაროდ, ეს ძალისხმევა არ იყო წარმატებული. შტაინმაიერი აღარ არის საგარეო საქმეთა მინისტრი და ის პირდაპირ აღარ არის ჩართული მაგალითად იმაში, თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჟენევაში“, – განაცხადა, "პირველი არხის" ცბობით, საქართველოში გერმანიის ელჩმა.

იხილეთ ასევე: ამჯერად რისთვის მოდის შტაინმაიერი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S