Accentnews.ge
"მთავარი გზავნილი უნდა იყოს ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანად, ამაზე უფრო დეოლიგარქიზაცია არ არსებობს"

"მთავარი გზავნილი უნდა იყოს ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანად, ამაზე უფრო დეოლიგარქიზაცია არ არსებობს"

19/07/2022 11:38:46 სამართალი, საზოგადოება

ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელზე ბიძინა ივანიშვილსა და დეოლიგარქიზაციაზეც ისაუბრა.

მისი შეფასებით, "დეოლოგარქიზაციის კანონის მიღება თავისი არსით სასაცილოა".

გვარამიას განცხადებით, მალე ივანიშვილი მიიღებს და შეეგუება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი მისი ხელისუფლების წინააღმდეგია და როგორც გვარამია ამბობს, ამ დროისთვის ოპოზიცია ივანიშვილთან სალაპარაკოდ მზად უნდა იყოს.

„ამ დროისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ მას ველაპარაკოთ. ველაპარაკოთ ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემაზე. ეს არის ერთადერთი, რაზეც ღირს ლაპარაკი და აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ, რომ კი, ჩვენ შეგვიძლია, შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება ბევრი სხვა ფორმით, მაგრამ ეს დაჯდება ქვეყნისთვის ძალიან ძვირი, ისტორიულად უმძიმესი ფასის გადახდა შეიძლება, მოგვიწიოს. ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენს ქვეყანას ეს არ უნდა. მთავარი გზავნილი უნდა იყოს ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანად, ამაზე უფრო დეოლიგარქიზაცია არ არსებობს. ძალიან სასაცილოა დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება. კანონებით მიღწეული გარღვევები კიდევ იშვიათი რამ არის. კანონები კრიზისების განმუხტვის ყველაზე კარგი და ეფექტური საშუალება არაა“, –აცხადებს გვარამია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S