Accentnews.ge
პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე: "შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ"

პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე: "შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ"

05/10/2019 13:40:43 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას შეწყალების საკითხზე.

ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს დაწყნარებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე განმარტების მიცემის ვალდებულება არ აქვს.

„დაწყნარდით, რატომ ხართ ასე? მე არ ვიცი, სხვა რას ამბობს, მე ვიცი რა არის ჩემი პასუხისმგებლობა და ვიცი, რომ ამ ყველაფერზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ გამაჩნია. შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის შეწყალებულთა სია გასაიდუმლოებულია, თუმცა რადიო თავისუფლების მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით გაირკვა, რომ მათ შორისაა, როგორც მკვლელობისთვის, ქურდობითვის, ისე არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ბრალდებულიც.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S