
“არავითარი ოკუპაცია არ არსებობს, ვურჩევ თბილისს, რუსეთისადმი არამეგობრული სიგნალების გარეშე იცხოვროს”
07/10/2019 06:10:54 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განმარტა, რატომ გასცა პასუხი ვლადიმირ პუტინმა ქართველი ჟურნალისტის მიერ ერევანში, ევრაზიულ სამიტამდე პროტოკოლის დარღვევით დასმულ კითხვას.
ცნობისთვის:ჟურნალისტებთან ურთიერთობისთვის არგათვალისწინებულ დროს ქართველმა ჟურნალისტმა ხმამაღლა მიადევნა პუტინს კითხვა, "როდის დაიწყებს რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანას?.
პუტინი დაიბნა და გარკვეული პაუზის შემდეგ უპასუხა, “როცა მსგავს გადაწყვეტილებას მივიღებთო”.
“პრეზიდენტი პუტინი ყოველთვის უთმობს ყურადღებას ჟურნალისტებს, თუკი კითხვა მნიშვნელოვნად ეჩვენება. ამასთან, პრეზიდენტი არასოდეს აქცევს ყურადღებას იმას, რომელ ქვეყანას წარმოადგენს ჟურნალისტი. ვლადიმირ პუტინი ამჯობინებს, არგუმენტირებულად მიიტანოს საკუთარი პოზიცია კითხვის ავტორამდე” - განაცხადა ამასთან დაკავშირებით დიმიტრი პესკოვმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დასძინა, რომ “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არავითარი ოკუპაცია არ არსებობს” და “ურჩია” საქართველოს, “რუსეთის მიმართ იმგვარი არამეგობრულილ სიგნალების გარეშე იცხოვროს, რომლის მსგავსიც ივნისის მასობრივ საპროტესტო აქციებზე ისმოდა”.