Accentnews.ge
"დამოუკიდებლობის გზა, ეს არის ურყევი ნება ქართველი ხალხისა, შექმნას დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო"

"დამოუკიდებლობის გზა, ეს არის ურყევი ნება ქართველი ხალხისა, შექმნას დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო"

07/10/2019 06:58:19 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, დამოუკიდებლობის გზა, ეს არის ურყევი ნება ქართველი ხალხისა, შექმნას დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო. ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა შტაინმაიერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

"დამოუკიდებლობის გზა, ეს არის ურყევი ნება ქართველი ხალხისა, შექმნას დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო. გერმანია არამხოლოდ თვალს ადევნებდა ამას, არამედ იყო აქტიური მხარდამჭერი და ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი საქართველოსი ამ გზაზე. ის, რაც ჩვენმა ორმა ქვეყანამ განვლო უკანასკნელი წლების განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობის მხრივ, ეს არის მართლაც სამაგალითო" – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

შტაინმაიერმა ზურაბიშვილს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა:

„დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო. დიდ მადლობას მოგახსენებთ გერმანიის დელეგაციის სახელით, რომელმაც მიგვიღო, ძალიან გულითადი დახვედრა მოგვიწყო თბილისში. საქართველოში ეს არის მართლაც პრეზიდენტის რანგში ჩემი პირველი ვიზიტია, თუმცა, მე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, არაერთხელ ვსტუმრობდი საქართველოს, მაგრამ უკანასკნელი ვიზიტი გერმანიის პრეზიდენტისა, თუ სწორად ჩავხედე ისტორიას, 22 წლის წინ შედგა საქართველოში“. 

ცნობისთვის: საქართველოში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ჩამოვიდა. გერმანიის პრეზიდენტს, რომელიც ბოლო დღეებში მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში უკრაინისთვის მომზადებული „ფორმულის» გამო მოექცა, საქართველოში მღელვარებით ელოდნენ. სწორედ ის ცდილობდა 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდში დაძაბულობის შემცირებას და ამ მიზნით სოხუმშიც იყო ჩასული, ხოლო ომის შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა მოლაპარაკებებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სარკოზი–მედვედევის 2008 წლის შეთანხმების აღსრულების მისაღწევად. 2008 წელს გერმანიის იმხანად საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაინმაიერმა აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირების 3–ეტაპიანი გეგმა მოამზადა, თუმცა სოხუმში მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, 3 კვირაში კი ომი დაიწყო. „შტაინმაიერის ფორმულის“ დებულებებთან დაკავშირებით უკრაინაში დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე გერმანელი პრეზიდენტის თბილისში ვიზიტი ზოგიერთი კომენტატორის მიერ საქართველოსთვის ანალოგიური „ფორმულის“ შესაქმნელად ნიადაგის მოსინჯვად აღიქმება. 

იხილეთ ასევე: ამჯერად რისთვის ჩამოვიდა შტაინმაიერი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S