Accentnews.ge
"როდესაც ვინმე ეროვნული დამოუკიდებლობის მქონე სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა, პრეზიდენტის ფუნქცია იქნებოდა ეროვნული დამოუკიდებლობის ცოტა უფრო აქტიურად დაცვა"

"როდესაც ვინმე ეროვნული დამოუკიდებლობის მქონე სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა, პრეზიდენტის ფუნქცია იქნებოდა ეროვნული დამოუკიდებლობის ცოტა უფრო აქტიურად დაცვა"

22/07/2022 12:09:15 პოლიტიკა

საქართველოს ვიცე–პრემიერი თეა წულუკიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ პრეზიდენტი ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტია და მას კონსტიტუცია ცალსახად ავალებს "ეროვნული დამოუკიდებლობის დაცვას".

"კონსტიტუცია ამბობს რამდენიმე უმნიშვნელოვანეს რამეს. მაგალითისთვის მათ შორის იმას, რომ პრეზიდენტი გახლავთ ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. პირველ რიგში, ეს გულისხმობს იმას, რომ პრეზიდენტის პირდაპირი მოვალეობა იქნებოდა, რომ კი არ შეურაცხყოს, არამედ დაიცვას თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ელჩის ღირსება. ასევე როდესაც ვინმე იმ ეროვნული დამოუკიდებლობის მქონე სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა, მისი, როგორც გარანტის ფუნქცია, მაგალითისთვის, იქნებოდა ეროვნული დამოუკიდებლობის ცოტა უფრო აქტიურად დაცვა. თუ ჩათვლიდა საჭიროდ. ყოველ შემთხვევაში, კონსტიტუცია ამას ცალსახად ავალებს და ეს წერია მკაფიოდ“, – განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, წულუკიანმა.

ცნობისთვის: 21 ივლისს სალომე ზურაბიშვილმა მთავრობა გააკრიტიკა. მან აღნიშნა, რომ "სადღეისოდ რუსეთს ვუფრთხილდებით, როგორც არასოდეს".

"მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე, ბიჭვინთაში არის ვნებათაღელვა, ეს საქართველოს არ ეხება?"– განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა მმართველი გუნდის რიგი ლიდერების განცხადებებიც წაიკითხა, რომლებიც მათ ევროპარლამენტარების მისამართით გააკეთეს.

"[ხელისუფლების მხრიდან] არის წარმოუდგენელი რიტორიკა. გვესმის გაუთავებლად თავდასხმები ევროპარლამენტარებზე… წაგიკითხავთ ირაკლი კობახიძის მიერ 20 მაისს გაკეთებულ განცხადებას: „ვიოლა ფონ კრამონი და 7 თუ 8 პარლამენტარი არიან კრიმინალების მფარველი ევროპელი პოლიტიკოსები“. ეს არ არის თავდასხმა? ეს კრიტიკა არ არის, ბრალდებაა, რომ კრიმინალების მფარველები არიან. წაგიკითხავთ მამუკა მდინარაძის მიერ 9 ივნისს გაკეთებულ განცხადებას: „10-ზე მეტი ევროპარლამენტარს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს“. მერე სხვები ამბობენ, რომ არასდროს უთქვამთ, რომ მეორე ფრონტის გახსნა სურთო. ამას ყველა ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის ისეთი სიჩუმე, რომ დღესაც, როცა ვუყურებთ, რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში არის ვნებათაღელვა, საქართველოს არ ეხება?", – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა.

ამასთან, ზურაბიშვილმა აშშ–ში საქართველოს ყოფილი ელჩი დავით ბაქრაძე გააკრიტიკა და განმარტა, რატომ არ მოაწერა ხელი ბაქრაძის ელჩად წარდგენას გაერო–ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S