Accentnews.ge
  "ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაძაბული სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ სიტუაციაში და აუცილებელია დეესკალაცია"

"ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაძაბული სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ სიტუაციაში და აუცილებელია დეესკალაცია"

07/10/2019 07:00:33 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაძაბული ვითარება ნებისმიერ დროს შეიძლება, გადაიზარდოს უფრო სერიოზულ სიტუაციაში, ამიტომ აუცილებელია დეესკალაცია და გამოსავლის მოძებნა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ  გამართულ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვისაუბრეთ კონფლიქტურ სიტუაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იმ აუცილებლობაზე, რასაც მე ვახსენებ ჩვენს პარტნიორებს, რომ აუცილებელია სხვა კონფლიქტთან ერთად, უკრაინის კონფლიქტთან ერთად საქართველო არ იყოს მივიწყებული. ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაძაბული სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება, გადაიზარდოს უფრო სერიოზულ სიტუაციაში და აუცილებელია დეესკალაცია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, რამე გამოსავლის ძებნა. ერთ-ერთი მიმართულება არის გაძლიერება მოლაპარაკებების იმ ფორმატებში, რაც არსებობს, ასევე სხვა ფორმატებშიც, სადაც სხვა კონფლიქტებიც შეიძლება იყოს განხილული. მეორე მიმართულება არის ევროკავშირის დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდა. ასევე ვახსენეთ ყველა ის მიმართულება, ევროკავშირი და ნატო, სადაც გერმანია არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტნიორი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი კომისიის თავმჯდომარე იქნება გერმანელი ქალბატონი, რომელიც არის ჩვენი მეგობარი. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პოზიციები სექტორალურ ინტეგრაციასთან მიმართებაში განმტკიცდება და ის მიმართულება, რომ საქართველო პრაქტიკულ ჭრილში გაწევრიანდეს ყველა იმ პროგრამაში, რომელიც ფაქტობრივად შეგვიყვანს ევროკავშირში, სანამ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული. ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ გერმანია იქნება ჩვენს გვერდით", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ჩამოვიდა. გერმანიის პრეზიდენტს, რომელიც ბოლო დღეებში მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში უკრაინისთვის მომზადებული „ფორმულის» გამო მოექცა, საქართველოში მღელვარებით ელოდნენ. სწორედ ის ცდილობდა 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდში დაძაბულობის შემცირებას და ამ მიზნით სოხუმშიც იყო ჩასული, ხოლო ომის შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა მოლაპარაკებებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სარკოზი–მედვედევის 2008 წლის შეთანხმების აღსრულების მისაღწევად. 2008 წელს გერმანიის იმხანად საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაინმაიერმა აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირების 3–ეტაპიანი გეგმა მოამზადა, თუმცა სოხუმში მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, 3 კვირაში კი ომი დაიწყო. „შტაინმაიერის ფორმულის“ დებულებებთან დაკავშირებით უკრაინაში დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე გერმანელი პრეზიდენტის თბილისში ვიზიტი ზოგიერთი კომენტატორის მიერ საქართველოსთვის ანალოგიური „ფორმულის“ შესაქმნელად ნიადაგის მოსინჯვად აღიქმება. 

იხილეთ ასევე: ამჯერად რისთვის ჩამოვიდა შტაინმაიერი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S