Accentnews.ge
უკრაინა – ხერსონში მტრის იარაღის ორი საწყობი და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „ფაგოტი“ გავანადგურეთ

უკრაინა – ხერსონში მტრის იარაღის ორი საწყობი და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „ფაგოტი“ გავანადგურეთ

25/07/2022 04:30:17 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ცნობით, ხერსონის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ეროვნული გვარდიის 785-ე სპეცდანიშნულების რაზმის სამეთაურო-სამეთვალყურეო პუნქტი, საბრძოლო საშუალებების ორი საწყობი და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „ფაგოტი“ გაანადგურეს.

სარდლობის ცნობით, განადგურებულია 66 რუსი სამხედრო, 5 ტანკი, 2 თვითმავალი ჰაუბიცა „გვოზდიკა“ და 12 ერთეული საავტომობილო და ჯავშანტექნიკა.

მისი ინფორამციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 5 საავიაციო დარტყმა განახორციელეს ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონში და ქალაქ ხერსონის რაიონში.

სამხრეთის გაერთიანებულმა სარდლობამ წუხელ გაავრცელა ვიდეოც, რომელიც მისი ინფორმაციით, ასახავს 24 ივლისს, ხერსონის ოლქის სოფელ ზელენოტროპინსკის რაიონში რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-300-ის განადგურებას.

რუსეთის სამხედრო ძალები ხერსონის ოლქს მარტიდან აკონტროლებენ. მათ პოზიციებზე კონტრშეტევა უკრაინის არმიამ რამდენიმე კვირაა, დაიწყო, რასაც წინ უძღოდა ამერიკული სარაკეტო სისტემების მიღება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევების შედეგებზე არაფერს იუწყება.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S