Credit Suisse-ს აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას ტოვებს

27-07-2022 10:42:35 მსოფლიო

Credit Suisse-ის აღმასრულებელი დირექტორი თომას გოტშტაინი თანამდებობას ტოვებს, – იუწყება The Wall Street Journal.

გამოცემის ცნობით, გოტშტაინი შვეიცარიულ ბანკს 2020 წლიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე იგი Credit Suisse-ის გუნდში მაღალ თანამდებობებს წლების განმავლობაში იკავებდა.

როდის წავა თომას გოტშტაინი დაკავებული თანამდებობიდან ჯერ–ჯერობით უცნობია, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ თარიღი ბანკის კვარტალური შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად გახდება ცნობილი. ამასთან, Credit Suisse-მა ივნისში განაცხადა, რომ ზედიზედ მესამე კვარტალურ ზარალს აფიქსირებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები