პრაისი: აშშ განაგრძობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების ხელშეწყობას

27-07-2022 16:17:30 კავკასია

აშშ განაგრძობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების ხელშეწყობას. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხში გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია.

"ვფიქრობთ, ეს ტენდენცია შეიძლება, შენარჩუნდეს მუდმივი კონტაქტებითა და დიპლომატიური მოლაპარაკებებით ჩვენს პარტნიორებთან აზერბაიჯანსა და სომხეთში. სახელმწიფო მდივანმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებთან არაერთი სატელეფონო საუბარი გამართა. გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტში არიან მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც მუშაობდნენ თავიანთ კოლეგებთან ყველა დონეზე, რათა გააგრძელონ ამ პროცესის მხარდაჭერა და შესთავაზონ ჩვენი დახმარება გრძელვადიანი, ყოვლისმომცველი მშვიდობის მისღწევად", – განაცხადა პრაისმა.

ამავე თემაზე: „კრემლი უკმაყოფილოა“: ისტორიული შეხვედრა მოსკოვის გვერდის ავლით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები