"კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში" კლინიკის დირექტორი დაჭრეს

05-08-2022 18:24:35 საზოგადოება

თბილისში, კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორი გიორგი გალდავა დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან თანამშრომელმა, ექიმმა ესროლა. ამჟამად გალდავას ოპერაცია უტარდება.

დაჭრის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით - ამ მუხლებით განზრახ მკვლელობის მცდელობა ისჯება ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები