Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს

09/08/2022 06:37:39 ევროპა

უკრაინულმა ძალებმა 24 თებერვლიდან დღემდე, 42 640 რუსი სამხედროს ლიკვიდაცია მოახდინეს, აქედან 300 - ბოლო 24 საათში, - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

უწყების ცნობით, გარდა ცოცხალი ძალისა, 9 აგვისტოს მდგომარეობით უკრაინაში რუსეთის დანაკარგები ასე გამოიყურება:

  • 1817 ტანკი,
  • 4076 ჯავშანტექნიკა,
  • 964 ერთეული საარტილერიო სისტემა,
  • 261 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა,
  • 133 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა,
  • 223 საბრძოლო თვითმფრინავი,
  • 193 ვერტმფრენი,
  • 757 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი,
  • 15 გემი/ნავი,
  • 2998 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი,
  • 87 ერთეული სპეცტექნიკა
  • 185 ფრთოსანი რაკეტა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S