Accentnews.ge
ხერსონიდან რუსი სამხედროების ოჯახების გაყვანა დაიწყეს - რეგიონის ადმინისტრაცია

ხერსონიდან რუსი სამხედროების ოჯახების გაყვანა დაიწყეს - რეგიონის ადმინისტრაცია

09/08/2022 14:53:33 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან ანტონოვსკის ხიდზე განხორციელებული მორიგი დარტყმის შემდეგ, ოკუპირებული ხერსონიდან რუსი სამხედროების ოჯახების გაყვანა დაიწყეს,– იუწყება რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია.

„ანტონოვსკისა და კახოვკას ხიდებზე ახლახანს მიტანილი იერიშის შემდეგ ოკუპანტები პანიკამ მოიცვა. ხერსონში მცხოვრები რუსი სამხედროების ოჯახების მასობრივი გაყვანა დაიწყო“,– ნათქვამია შეტყობინებაში.

ამასთან, ადმინისტრაციის ცნობით, დამპყრობლები საჯაროდ განიხილავენ "რეფერენდუმის" ჩატარებას და ადგილობრივ მოსახლეობას "პრობლემებით" აშინებენ, უგულებელყოფის შემთხვევაში.

გარდა ამისა, პერსონალური მონაცემების შეგროვების მიზნით, გაზარდეს „ფულადი დახმარების“ გაცემა.

8 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის რაიონში ანტონოვსკის და კახოვსკის ხიდებს შეუტიეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S