უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმში, სამხედრო აეროდრომზე მომხდარ აფეთქებებს ეხმიანება

09-08-2022 20:27:42 ევროპა

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმში, საკის აეროდრომზე მომხდარ აფეთქებებს ემიჯნება.

უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ხანძრის გამომწვევ მიზეზს ვერ ადგენს, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოდის სახანძრო უსაფრთხოების და მოწევის აკრძალვის წესების შეხსენებით გაფრთხილებით:

„ხანძრის ფაქტი ტერორისტულმა ქვეყანამ შეიძლება, გამოიყენოს საინფორმაციო ომში. არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა „შემთხვევით“ იპოვონ რაიმე დამახასიათებელი „სავიზიტო ბარათი“ ან თუნდაც „დნმ“.

თავდაცვის სამინისტრომ საზოგადოებას მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ენდონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

მომხდარს გამოემაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსი არესტოვიჩიც:

„რუსების ჩვევა, მოწიონ „ასაფეთქებლის“ სიახლოვეს, საბოლოოდ მათ დაღუპავს. რაც დამახასიათებელია ანბანური თანმიმდევრობით მიდიან: ბელგოროდი, ვორონეჟი, კურსკი, ყირიმი. კრემლი უნდა მოემზადოს?“.

აფეთქება ყირიმში დღის მეორე ნახევარში მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, რამდენიმეწუთიანი ინტერვალით ათამდე აფეთქების ხმა გაისმა, მათგან სამი განსაკუთრებით ძლიერი, საბრძოლო მასალის საწყობები კი ცეცხლის ალში იყო გახვეული. მომხდარიდან მალევე რუსეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია და რომ შედეგად არავინ დაშავებულა. მოგვიანებით ცნობილი გახდა ხუთი დაშავებულის და ევაკუაციის გამოცხადების თაობაზე. ცოტა ხნის წინ დადასტურდა ერთი დაშავებულის დაღუპვის შესახებ ცნობა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები