Accentnews.ge
მიხაილო პოდოლიაკი: "ყველაფერი ახლა იწყება"

მიხაილო პოდოლიაკი: "ყველაფერი ახლა იწყება"

09/08/2022 18:06:59 ევროპა

ყირიმი მსოფლიო კურორტი იქნება და არა ტერორისტების სამხედრო ბაზა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაცია - გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია. ყირიმის ნახევარკუნძულის მომავალია იყოს შავი ზღვის მარგალიტი, ეროვნული პარკი უნიკალური ბუნებით და მსოფლიო კურორტი. ის არ უნდა იყოს სამხედრო ბაზა ტერორისტებისთვის. ყველაფერი ჯერ ახლა იწყება“,- განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

მოგვიანებით მან "დოჟდის" ეთერში განაცხადა:

"რა თქმა უნდა, არა. ჩვენ რა შუაში ვართ? ეს ალბათ, კომპენსატორული მექანიზმებია რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არაეფექტური მართვისა და კონტროლის".

აფეთქებები ყირიმში დღის მეორე ნახევარში მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, რამდენიმეწუთიანი ინტერვალით ათამდე აფეთქების ხმა გაისმა, მათგან სამი განსაკუთრებით ძლიერი, საბრძოლო მასალის საწყობები კი ცეცხლის ალში იყო გახვეული. მომხდარიდან მალევე რუსეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია და რომ შედეგად არავინ დაშავებულა. მოგვიანებით ცნობილი გახდა ხუთი დაშავებულის და ევაკუაციის გამოცხადების თაობაზე. ცოტა ხნის წინ დადასტურდა ერთი დაშავებულის დაღუპვის შესახებ ცნობა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმში, საკის აეროდრომზე მომხდარ აფეთქებებს გაემიჯნა.

უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ხანძრის გამომწვევ მიზეზს ვერ ადგენს, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოდის სახანძრო უსაფრთხოების და მოწევის აკრძალვის წესების შეხსენებით გაფრთხილებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S