Accentnews.ge
პენტაგონმა უკრაინას ანტისარადარო რაკეტები გაუგზავნა

პენტაგონმა უკრაინას ანტისარადარო რაკეტები გაუგზავნა

09/08/2022 19:35:26 ევროპა, მსოფლიო

პენტაგონი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას, თვითმფრინავებისთვის რადარის საწინააღმდეგო რაკეტები AGM-88 HARM გაუგზავნა. იუწყება CNN აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეზე კოლინ კალზე დაყრდნობით.

როგორც კალმა განაცხადა, შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში რადარის საწინააღმდეგო არაერთი რაკეტა გაგზავნა.

"ეს ბოლო დახმარების პაკეტების ნაწილია... ჩვენ ბევრს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინის საჰაერო ძალები საბრძოლო მზადყოფნაში დარჩეს", - თქვა მან.

მედიის ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინას რაკეტებს უგზავნის, რომლების შეიძლება, გამოყენებულ იქნას სწორედ რუსული სარადარო სისტემების გასანადგურებლად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S