Accentnews.ge
"რუსეთის ომი უკრაინასთან ყირიმის ოკუპაციით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს"

"რუსეთის ომი უკრაინასთან ყირიმის ოკუპაციით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს"

10/08/2022 06:18:20 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში რუსული აეროდრომის აფეთქებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მოსკოვმა ნახევარკუნძული, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ტერიტორიად აქცია.

მისი თქმით, უკრაინა ყველაფერს დაიბრუნებს.

"რუსეთის ეს ომი უკრაინისა და მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ ყირიმით დაიწყო და უნდა დასრულდეს ყირიმით - მისი გათავისუფლებით. რუსეთმა ჩვენი ნახევარკუნძული, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად აქცია. მაგრამ ჩვენ დავუბრუნდებით უკრაინულ ყირიმს. ხარკოვის ოლქიდან ხერსონამდე, დონეცკიდან ენერგოდარამდე, ლუგანსკიდან იალტამდე, ბერდიანსკიდან ნოვოფედორივკამდე - ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ნაწილებია, ეს ყველაფერი უკრაინაა, რომელიც სრულიად თავისუფალი იქნება", – განაცხადა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S