![რუსულ ავიაბაზაზე აფეთქების შედეგები: პირველი სატელიტური ფოტოები გამოქვეყნდა [ფოტო]](https://accentnews.ge/storage/files/013e0000-0aff-0242-6c92-08da7b06ffee_w650_r0_s.png)
რუსულ ავიაბაზაზე აფეთქების შედეგები: პირველი სატელიტური ფოტოები გამოქვეყნდა [ფოტო]
11/08/2022 07:07:18 ევროპა
10 აგვისტოს Planet Labs სამსახურის მიერ გადაღებულ პირველ სატელიტურ ფოტოებზე დაფიქსირდა ყირიმის სოფელ ნოვოფედოროვკას მახლობლად, საკის სამხედრო ავიაბაზაზე მომხდარი აფეთქებების შედეგები.
მათზე ნაჩვენებია დაზიანებული რუსული Su-30S გამანადგურებლები და Su-24M ბომბდამშენები.
ჯამში, სატელიტური ფოტოების მიხედვით, სულ მცირე, ცხრა თვითმფრინავი განადგურდა, ასევე საწყობების მსგავსი შენობები.
მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ ნოვოფედოროვკაში ცხრა რუსული თვითმფრინავი განადგურდა.
9 აგვისტოს ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია საკის სამხედრო ავიაბაზაზე აფეთქებების შესახებ.
ყირიმის რუსულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ „მახლობლად მდებარე სახლებიდან“ დაახლოებით 30 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. გადაწყდა, რომ არ ჩატარდეს ზოგადი ევაკუაცია. დაზიანდა 60-ზე მეტი სახლი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების მიზეზი იყო „რამდენიმე საავიაციო საბრძოლო მასალის დეტონაცია“.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „ვერ ადგენს ხანძრის მიზეზს“. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოფიციალურად არ დაადასტურა ნოვოფედორივკას აეროდრომზე მომხდარ აფეთქებებში მონაწილეობა.
იხილეთ ასევე: აფეთქებები რუსულ ავიაბაზაზე: რა პრობლემა აქვს მოსკოვის ოფიციალურ ვერსიას