![კიდევ ერთმა კომპანიამ გამოაქვეყნა რუსული ავიაბაზის ფოტოები, რომელზეც აფეთქებების შედეგები ჩანს [ფოტო]](https://accentnews.ge/storage/files/08790000-0a00-0242-3abb-08da7b90896a_w1023_r1_s.jpg)
კიდევ ერთმა კომპანიამ გამოაქვეყნა რუსული ავიაბაზის ფოტოები, რომელზეც აფეთქებების შედეგები ჩანს [ფოტო]
11/08/2022 16:49:55 ევროპა
9 აგვისტოს ანექსირებულ ყირიმში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, კიდევ ერთმა ამერიკულმა კომპანიამ Maxar Technologie-მ გამოაქვეყნა სოფელ ნოვოფედოროვკასთან მდებარე რუსეთის სამხედრო აეროდრომის სატელიტური ფოტოები.
10 აგვისტოს გადაღებულ ფოტოებზე ჩანს რუსეთის თვითმფრინავების განლაგება სპეციალურ ავიასადგომზე და აფეთქებების სერიის შედეგები, მათ შორის, დამწვარი თვითმფრინავები და დამწვარი ტერიტორიის ფართობი.
მანამდე ფოტოები გამოაქვეყნა Planet Labs-მა, რომელიც უკრაინაში სატელიტური გადაღებებით დაკავებულ ასობით არხს ადევნებს თვალს.
რუსეთმა სამხედრო ავია ბაზაზე მომხდარი აფეთქებების შედეგად დაკარგა სულ მცირე, ცხრა სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის SU-30SM საბრძოლო თვითმფრინავები და and SU-24M ბომბდამშენები,– მსგავს დასკვნამდე მივიდა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საგამოძიებო ჯგუფი „სქემები“ აფეთქებამდელ და შემდგომი ფოტოების შედარების შედეგად. მსგავს ინფორმაციას ავრცელებს უკრანის შეიარაღებული ძალების გენშტაბიც.
იხილეთ ასევე: აფეთქებები რუსულ ავიაბაზაზე: რა პრობლემა აქვს მოსკოვის ოფიციალურ ვერსიას