ზელენსკი: "ზაპოროჟიეს ატომური ელექტოსადგურიდან რუსების განდევნა უზრუნველყოფს ევროპის უსაფრთხოებას"

12-08-2022 10:42:23 ევროპა

უკარაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის ზაპოროჟიეს ატომური ელექტოსადგურიდან პლანეტის ღია ბირთულ შანტაჟზე გადავიდა და აუცილებელია მათი იქიდან დაყოვნებლივ გამოდევნა ევროპის ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„რაც ახლა ხდება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო - ეს ტერორისტი სახელმწიფოს ერთ-ერთ უმსხილესი დანაშაულია, დღეს დააფიქსირეს სადგურის ტერიტორიაზე ატომური ელექტროსადგურის უშუალო სიახლოვეს რუსული ჭირვების ვარდნა რუსეთი კიდევ ერთხელ დაეშვა მსოფლიო ტერორიზმის ისტორიის ფსკერზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, კაცობრიობის ისტორიაში არც ერთ სახელწიფოს ასე ღიად არ გამოუყენებია ატომური სადგური მთელი მსოფლიოსთვის მუქარისა და ულტიმატუმების წამოყენებისთვის.

ზელენკის განცხადებით, რუსეთის არმიის ნაწილების ზაპოროჟიეს ატომური ელექტოსადგურიდან განდევნა მხოლოდ უკრაინის საჭიროება კი არა გლობალური ინტერესია.

„პაზოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან მხოლოდ რუსების სრულად გასვლა და ის სადგურის გარშემო სიტუაციაზე უკრაინის სრულყოფილი კონტროლის აღდგენა მთელი ევროპის ბირთული უსაფრთოების აღდგენის გარანტიას“,- თქვა ზელენსკიმ.

იხილეთ ასევე: აშშ მხარს უჭერს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნას

რუსეთი ამგვარი ზონის შექმნას ეწინააღმდეგება. რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთი ატომურ ელექტროსადგურს იცავს, მათ შორის შესაძლო ტერაქტებისგანაც.

ევროპაში უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტოსადგური ამჟამად რუსული ძალების კონტროლს ექვამდებარება.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა 11 აგვისტოს, მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს.

გაერო იმედოვნებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სადგურზე წვდომის საშუალება მიეცემათ.

გასულ კვირაში, უკრაინული სახელმწიფო კომპანია "ენერგოატომის" ცნობით, თავდასხმის გამო ავარიულად გამოირთო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სამი მოქმედი ენერგობლოკიდან ერთ-ერთი.

ამასთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აღნიშნავს, რომ 5-6 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებულმა თავდასხმამ დაარღვია სადგურის ატომური უსაფრთხოების შვიდივე შეუცვლელი კომპონენტი, მათ შორის ატომური ელექტროსადგურის ფიზიკური მთლიანობა და დაცულობა, პერსონალი და კვების შიდა წყაროები.

ატომური ელექტოსადგურის დაბომბვაში რუსეთმა და უკრაინამ ბრალი 11 აგვისტოს კიდევ ერთხელ დასდეს, სადგურის მიმართ გახსნილი ცეცხლის საკითხი განიხილეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე. გაეროს გენერალურმა მდივანმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადება მოითხოვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები