Accentnews.ge
რუსეთი სოხუმის აეროპორტის აღდენას იწყებს

რუსეთი სოხუმის აეროპორტის აღდენას იწყებს

12/08/2022 08:32:24 კონფლიქტები

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა სოხუმის აეროპორტი მოინახულეს.

როგორც სტუმრებს რუსული კომპანია «Базовый Элемент»-ის მმართველმა დირექტორმა ალექსეი ვასილჩენკომ მოახსენა, დასრულდა 3,6 კმ სიგრძის ასაფრენი ზოლის ტესტირება და დადგინდა, რომ რიგ მონაკვეთებზე იგი "გაძლიერებას საჭიროებს", მაგრამ საჰაერო ხომალდების სადგომი მუშა მდგომარეობაშია და 5 თვითმფრინავს იტევს.

მისივე თქმით, აეროვაგზლის მარჯვენა მხარეს განთავსებულია ახლის მშენებლობის ზონა, ძველი შენობა კი რეკონსტრუირებას დაექვემდებარება.

«ვაპირებთ, ავაშენოთ 10 000 კვ.მ საერთო ფართის კომპლექსი, რომელიც საათში - 435, ხოლო წელიწადში 1,5 მლნ ადამიანის მომსახურებას შეძლებს. ეს ისაა, რასაც სწრაფად და ეფექტურად მოვახერხებთ. შემდეგ განლაგებულია სატვირთო საწყობის ზონა, ტექნიკური მომსახურების ტერიტორია, საწვავგასამართი და საავარიო-სამაშველო კომპლექსები. ეს ის მინიმალური მოცულობაა სამუშაოების, რომელიც პირველი ეტაპის ფარგლებში ჩატარდება», – განაცხადა ვასილჩენკომ.

უკვე მეორე ეტაპზე, მისი თქმით, დაგეგმილია ყველა პირობის შექმნა მგზავრთა ნაკადის წელიწადში 2,5 მლნ ადამიანამდე გასაზრდელად, ძველის ადგილზე კი ახალი ტერმინალის მშენებლობა.

«აეროდრომი უნიკალურია. იგი საშუალებას იძლევა, დაშვება ორი მხრიდან განხორციელდეს, რაც შავი ზღვის სანაპიროსთვის იშვიათობაა», – დასძინა ვასილჩენკომ.

მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის პროექტირებისა და რეკონსრუქციისთვის თანხები უკვე გამოიყო. მან იმედი გამოთქვა, რომ აეროპორტი პირველი რეისების მიღებას 2024 წლის იანვარში შეძლებს.

ბჟანიამ და რეშეტნიკოვმა ასევე აცნობეს ჟურნალისტებს, რომ განიხილეს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხთა ფართო სპექტრი, "მთელი რიგი მსხვილი საინვესტიციო პროექტებისა და რესპუბლიკის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის ჩათვლით".

იხილეთ ასევე: მოსკოვთან “პარტნიორობა”: როგორ ჩანაცვლდა აფხაზეთში იმედი შიშით

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S