ორმოცდამეერთე ევრობასკეტის თასი კალათბურთის გულშემატკივრებისთვის SOLO ლაუნჯში განთავსდა

14-08-2022 11:26:53 საზოგადოება ,რეკლამა

„საქართველოს ბანკი“ ცნობით, ბანკი ქართული კალათბურთის ხელშეწყობას აგრძელებს.

ბანკი საქართველო ევრობასკეტს 1-ელი სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

„იმისთვის რომ კალათბურთის გულშემატკივრებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, ენახათ ორმოცდამეერთე ევრობასკეტის მთავარი ჯილდო - თასი, ის ჭავჭავაძის 29-ში არსებულ SOLO ლაუნჯში, 12 აგვისტოს, დროებით განთავსდა.

ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი ჯგუფი 1-7 სექტემბრის ჩათვლით, თბილისში ჩატარდება და შემდეგ ბერლინში გადაინაცვლებს. საქართველოსთან ერთად მასპინძელი ქვეყნები ჩეხეთი, გერმანია და იტალია არიან. ევრობასკეტში ევროპის საუკეთესო 24 გუნდი მონაწილეობს.

საქართველოსთან ჯგუფში ესპანეთი, მონტენეგრო, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი იქნებიან. საქართველოს ნაკრები ამ გუნდებთან თამაშს 1, 3, 4, 6 და 7 სექტემბერს გამართავს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს პირველი თამაში 1 სექტემბერს, ბელგიასთან ექნება და ის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ევრობასკეტამდე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჰოლანდიასა და იტალიას დაუპირისპირდება.

„საქართველოს ბანკი“ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი პარტნიორია“, - აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები