ერევანში აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა (ვიდეო)

14-08-2022 21:41:36 მსოფლიო

სომხეთის დედაქალაქ ერევანში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ორამდე, ხოლო დაშავებულია 60 რიცხვი 60–მდე გაიზარდა.

20 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ვარაუდობენ, რომ ისინი ნანგრევებში არიან მოყოლილები.

ექიმები აცხადებენ, რომ 36 დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მათი თქმით, 22 დაზარალებული უკვე გაწერეს საავადმყოფოდან.

ერევანში მდებარე სავაჭრო ცენტრში აფეთქება 14 აგვისტოს შუადღისას მოხდა. აფეთქება სავარაუდოდ, სავაჭრო ცენტრში მდებარე პიროტექნიკის საწყობში მოხდა. ცეცხლის ლოკალიზება მეხანძრეებმა რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს.

სომხეთის საგანაგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მთელი ღამე გაგრძელდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები