ნენსი პელოსის შემდეგ ტაივანს აშშ–ის კონგრესის დელეგაცია ეწვია

14-08-2022 22:30:15 მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის შემდეგ ტაივანს მოულოდნელად შეერთებული შტატებისკონგრესის ხუთწევრიანი დელეგაცია ეწვია.

ტაივანში ამერიკის ინსტიტუტის განცხადებიდან ირკვევა, რომ დელეგაციის წევრები ტაივანში ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ტურნეს ფარგლებში იმყოფებიან და კუნძულზე ორშაბათამდე დარჩებიან.

აღსანიშნავია, რომ 12 დღის წინ კუნძულზე ნენსი პელოსის ვიზიტს ჩინეთის უკმაყოფილება და ტაივანის კუნძულის გარშემო დაწყებული მასშტაბური სამხედრო წვრთნები მოჰყვა, რომლებიც დღესაც გრძელდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები