"თურქეთი უშიშრად იცავს ეროვნულ ინტერესებს და ეფექტური დიპლომატიის წყალობით შედეგებსაც აღწევს"

15-08-2022 19:04:26 მსოფლიო

პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, "თურქეთი უშიშრად იცავს ეროვნულ ინტერესებს".

მისი თქმით, თურქეთმა გააძლიერა თავისი საგარეო პოლიტიკა და მოიპოვა პრესტიჟი და თავდაჯერებულობა.

"თურქეთი უშიშრად იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის გაერო–სა და ნატო–ში და იღებს შედეგებს თავისი ეფექტური დიპლომატიის წყალობით“, – განაცხადა ერდოღანმა.

როგორც მან აღნიშნა, თურქეთი ძლიერი არმიით, ახორციელებს ანტიტერორისტულ ოპერაციებს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები