
ოსური მედიის გამაოგნებელი დეზინფორმაცია: „რუსულმა ავიაციამ სირიაში ერთ დღეში 30 ქართველი ტერორისტი გაანადგურა“
09/10/2019 14:09:54 კონფლიქტები, სხვა, მითები და რეალობა
ოსური დე ფაქტო სახელისუფლებო მედია ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის თვალში საქართველოსგან მტრის ხატის შესაქმნელად და ქვეყნის იმიჯის შესალახად დეზინფორმაციის გავრცელებას განაგრძობს.
ოსურმა სააგენტო „Рес“–მა დღეს გამაოგნებელი სიცრუე გამოაქვეყნა, თითქოს „რუსეთის საჰაერო–კოსმოსურმა ძალებმა სირიის პროვინცია იდლიბის დაბომბვისას საქართველოდან ჩასული ტერორისტების მსხვილი დაჯგუფების წევრი 30 ჯიჰადისტი გაანადგურეს“.
ხსენებული ოპერაციის თარიღად "Рес" 6 ოქტომბერს ასახელებს, ხოლო დეზინფორმაციის წყაროდ – „რუსულ მედიას“, თუმცა ამ უკანასკნელს რეალურად მსგავსი არაფერი გამოუქვეყნებია.
„როგორც ცნობილია, 2004–2008 წლებში საქართველო სამხრეთ ოსეთის მიმართ სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკას ახორციელებდა. 2005–დან 2009 წლამდე სამხრეთ ოსეთში 36 ტერორისტული აქტი განხორციელდა, რომელთა შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა და 82 დაშავდა. საყურადღებოა ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დევნილების მიღების წერტილებში, მათ შორის სამხრეთ ოსეთის საზღვრის სიახლოვეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დევნილი რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის – სირიიდან დევნილი რადიკალებიც“, – წერს გამოცემა.
ცნობისთვის: სულ სირიაში კონფლიქტის დაწყების დღიდან დღემდე საქართველოს 30–მდე მოქალაქეა ლიკვიდირებული.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021