19-08-2022 20:57:04 მსოფლიო
რუსეთში ფარული სამხედრო მობილიზაცია გრძელდება. მსჯავრდებულების შემდეგ პუტინის სახელმწიფო მანქანა მრევლს გადასწვდა.
მედიის ცნობით, რუსული ეკლესია მრევლის წევრებს "უკრაინაში ნაცისტების წინააღმდეგ წმინდა ომში" წასვლის სანაცვლოდ ფინანსური პრობლემების გადაჭრას სთავაზობს.
ტაძრებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დამზადებული შესაბამისი პლაკატებიც გააკრეს:
ცნობისთვის: მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი ბრიტანეთისა და კანადის სასანქციო სიებში ფიგურირებს.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთში კადიროვის ხელისუფლება გატაცებული მოქალაქეებისგან უკრაინაში გასაგზავნად ბატალიონებს აყალიბებს. გატაცებულთა ახლობლებმა რამდენიმე მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაცია "Кавказ.Реалии"-ს დაუდასტურეს.