ბაიდენმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

19-08-2022 23:56:43 მსოფლიო

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დამხარების გამოყოფას მხარი დაუჭირა და სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს დაავალა კიევისთვის 775 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი პაკეტით გათვალისწინებული შეიარაღების მიწოდება უზრუნველყოს.

ამის შესახებ ნათქვამია მემორანდუმში, რომელსაც ბაიდენმა ხელი მოაწერა და თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ეს იმ შეიარაღების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც უკრაინა აშშ-ისგან სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში მიიღებს:

  • რაკეტებს Himars-ის სისტემებისთვის;
  • 16 ერთეულ ჰაუბიცას ჭურვითურთ;
  • Javelin-ის ტიპის 1000 ერთეული სარაკეტო კომპლექსი;
  • განაღმვის საშუალებები;
  • 15 ერთეულ "Scan Eagle"-ის ტიპის სადაზვერვო დრონს;
  • მაღალი გამავლობისა და ძლიერი ნაღმსაწინააღმდეგო დაცვის მქონე 40 ერთეულ Mrap-ის ტიპის ჯავშანმანქანას;
  • Tow-ს ტიპის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს;
  • Harm-ის ტიპის რადარსაწინააღმდეგო რაკეტებს;
  • Humvee-ს ტიპის დამატებითი ავტომობილები;
  • დაცული კავშრის ტაქტიკური სისტემები;
  • 2000 ერთეულ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს;

სულ ომის დაწყების დროიდან დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის 10,6 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება აქვს გაწეული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები