Accentnews.ge
NDI –  გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

NDI – გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

21/05/2019 07:35:41 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების თანახმად,  გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 46% ამბობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეს მაჩვენებელი წინა წლის მონაცემებთან შედარებით 8 პუნქტითაა გაზრდილი. საპირისპირო აზრს გამოკითხულთა 25% იზიარებს, ხოლო 26%-ს მიაჩნია, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა. საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S