Accentnews.ge
მედია – იაპონია საკრუიზო რაკეტების განლაგების საკითხს განიხილავს, რომელთაც სამიზნეებზე წვდომა ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთშიც შეეძლებათ

მედია – იაპონია საკრუიზო რაკეტების განლაგების საკითხს განიხილავს, რომელთაც სამიზნეებზე წვდომა ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთშიც შეეძლებათ

22/08/2022 08:00:01 მსოფლიო

ჩინეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის შესაძლებლობების გასაძლიერებლად იაპონია საკრუიზო რაკეტების განლაგების საკითხს განიხილავს, – იუწყება იაპონური მედია.

მისი ცნობით, იაპონიას სურს, განათავსოს შორ მანძილზე მოქმედი 1000 ერთეული საკრუიზო რაკეტა სამხრეთ ნანსეის კუნძულების გარშემო, რომელთაც სამიზნეებზე წვდომა ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთშიც შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემდეგ ჩინეთმა სამხედრო წვრთები რამდენიმე ლოკაციაზე დაიწყო და რაკეტები, მათ შორის ტაივანთან და იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში გაუშვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S