
გაიდაი – დონეცკში აფხაზი ბოევიკების ბატალიონ “პიატნაშკას” შტაბი იწვის (VIDEO)
22/08/2022 09:47:00 მსოფლიო
ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰი გაიდაის თქმით, დონეცკის გარეუბანში სეპარატისტული ბატალიონის „პიატნაშკას“ შტაბი იწვის.
"პიატნაშკას" ბატალიონი არალეგალური შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელიც ძირითადად აფხაზი მოხალისეებისგან ჩამოყალიბდა. ბატალიონს ახრა ავიძბა ხელმძღვანელობს.